მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმის ინდუსტრიაში ვიყავი 6 წელი, ახლა კი არანაირი შემოსავალი არ მაქვს” - სასტუმროს მენეჯერი

5f797d3d25936
ანუკა ჯოხაძე
04.10.20 12:40
845
“ტურიზმის ინდუსტრიაში ვიყავი 6 წელი, ახლა კი არანაირი შემოსავალი არ მაქვს”- ამის შესახებ სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა ქეთევან წერეთელმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული რეგულაციების დაკმაყოფილება სასტუმრო Ornament Boutique Hotel-მა შეძლო, თბილისში მოთხოვნის არარსებობის გამო, მუშაობა ობიექტმა ვეღარ გააგრძელა. სასტუმროს დამფუძნებელმა ქეთევან წერეთელმა, რომელიც მენეჯმენტს თბილისის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სასტუმროს უწევდა, იმასაც ამბობს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სასტუმრო დედაქალაქში ამ დროისთვის დახურულია.

“თბილისში ორი სასტუმროს მენეჯერი ვიყავი და ამჟამად ორივე დაკეტილია. სასტუმროებმა გაიარა ყველანაირი რეგულაციები, თუმცა ფიზიკურად მოთხოვნა არ არის სასტუმრო ოთახებზე და ამიტომ დავკეტეთ. რაც შეეხება ჩემს პირად სასტუმროს Ornament Boutique Hotel-ს, რომლის შენობაც ქირით მქონდა აღებული, მომიწია ამ შენობის მეპატრონისთვის დაბრუნება, იმიტომ რომ მეპატრონესაც თავისი ხარჯი და ვალდებულებები აქვს სახელმწიფოსა და ბანკის მიმართ. მან კი ოთახები გააქირავა სტუნდენტებზე, მანაც ვერ შეძლო სასტუმროდ გაქირავება. იმის გამო რომ მე ამ სასტუმრს სრული რემონტი გავაკეთე დეკემბერში და ამისთვის ბანკიდან მაქვს თანხა გამოტანილი ეს თანხა მთლიანად გადასახდელი მაქვს, თუმცა შემოსავალი არის ნული. ვარ სახლში, ტურიზმის ინდუსტრიაში ვიყავი 6 წელი, ახლა კი არანაირი შემოსავალი არ მაქვს”, - ამბობს ქეთევან წერეთელი - სასტუმრო Ornament Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები