საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გაერთიანების წევრმა 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 281 604 ლარის ზარალი მიიღეს.
"ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესასწავლად ტურიზმის სფეროში", - ნათქვამია გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და დეკემბრის თვის 2 კვირის ჭრილში (1-14 დეკემბერი, 2024 წელი) ჩატარებული გამოკითხვის ანალიტიკურ შედეგებს აზიარებენ:
"გამოიკითხა 221 ორგანიზაცია - 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი
საერთო ზარალი ლარში: 5,281,604
ჯავშნების გაუქმების კოეფიციენტი : გამოკითხულთა 34% აფიქსირებს 50%-დან 80%-მდე გაუქმებას.
მიმდინარე გაყიდვების შემცირება: გამოკითხულთა 43% აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50%-დან 80%-მდე", - წერია გამოკითხვის შედეგებში.