მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა კვალიფიციური ადამიანური რესურსია - ქვრივიშვილი

ტურიზმი

“დღევანდელი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია”, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სექტორის კვალიფიციური კადრებით უზრუნველსაყოფად სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამინისტროსთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს ისეთი გადამზადების, პროფესიული განათლების პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მსურველების გადამზადებას და დამსაქმებლებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობას”, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები