მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მაჩვენებლები & მოლოდინები

9 თვეში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტებზე მთლიან მაჩვენებელში 81.4% მოდის.

წინა წელთან არსებული ზრდის მიუხედავად ტურიზმი საქართველოში პანდემიამდე ნიშნულამდე მაინც ვერ აღდგა. მაჩვენებელი 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება, რაც ნიშნავს, რომ აღდგენა 84.4%-ია.

რაც შეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტად სტუმრობდნენ, ვიზიტები გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი და ინდოეთი, ეს ქვეყნების ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-10-ეულში შედიან.

როგორ მიდის წელი და რა მოლოდინებია მეოთხე კვარტალში?

სტუმარი: გიორგი დოლიძე - HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები