მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვის პერსპექტივები - "ტურისტერი 2023 წლის" ერთ-ერთი თემა

ტურისტერი 2023
BM. GE
07.11.23 13:50
89

11 ნოემბერს, ბათუმში ტურიზმის ფესტივალის, „ტურისტერი 2023“-ის ფარგლებში ტარდება ვორქშოპი „ტურიზმის მოსაკრებლის“ შესახებ, სადაც განხილული იქნება ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვის პერსპექტივები საქართველოში.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტურიზმის საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების ფარგლებში, ბათუმში ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს (ტურიზმის მოსაკრებელი გახლავთ მუნიციპალური გადასახადი, რომელსაც იხდის მხოლოდ ტურისტი ღამის თევის შემთხვევაში, შესაბამისად, გადასახადი არ ეკისრება ადგილობრივ ბიზნესოპერატორს).

ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის მოსაკრებლის რეგულირების ზეგავლენის პოტენციური შედეგები და ასევე დღგ-ს მიმართება ტურიზმის მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან, რასაც ტურიზმის გადასახადების შეგროვების და მართვის სლოვენიური, კერძოდ კი ლიუბლიანას მაგალითის
განხილვა დაემატება, ასევე მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესების გზები ტურიზმის გადასახადის ჭრილში.

ვორკშოპის დროს ასევე მოხდება სასტუმროების დამოკიდებულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია აღნიშნული მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ 10 და 11 ნოემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში გაიმართება.

ფესტივალზე პანელური დისკუსიები, სპიკერთა პრეზენტაციები, ბიზნეს გამოფენა და რაც მთავარია ნეთვორქინგი და ახალი ურთიერთობების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემები შემდეგია: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურისტის ქცევის ცვლილება, ტურიზმის მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა;

გასტრონომიული მიმართულების გენერალური სპონსორი: რესტორანი „რუსთაველი“ პარტნიორები: ევრო კავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ბათუმის მერია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; სადისტრიბუციო კომპანია „ალალი“, სასტუმრო კოლიზეუმი მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, გურუ ჰოლდინგი, ბეტა პრინტი;

მედია პარტნიორები: bm.ge , entrepreneur.ge და რადიო „ბათუმი“;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები