მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის ბიუჯეტი 300 000 ლარია - USAID-ი

60b1181848de6
ანუკა ჯოხაძე
28.05.21 21:00
519
ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ციფრული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი დაეხმარება. ინფორმაცია ფონდის შექმნის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი სრულად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადმინისტრირების ქვეშაა.

როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი პაატა სირბილაძე ამბობს, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე კომპანიები უკვე შერჩეულია. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია ტურიზმის სექტორში ჩართულ 50 ბიზნესსუბიექტზე, რომელიც აღნიშნული პროგრამის საშუალებით სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-ზე და ონლაინ სარეკლამო პლატფორმა Google ads-ზე საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობას გაზრდის.

“ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის სტრუქტურა არის ასეთი, რომ პროგრამა სრულ თანადაფინანსებას ახდენს იმ თანხისას, რომელსაც ჩადებენ ბენეფიციარები. დავუშვათ ბენეფიციარმა გადაწყვიტა ციფრულ მარკეტინგში დახარჯოს 1000 ლარი, ზუსტად იმდენივეს თანადაფინანსებას აკეთებს ფონდი. შესაბამისად, ბენეფიციარების კონტრიბუცია, რასაც ისინი დეკლარირებულად ამ ეტაპზე აცხადებენ, არის 300 000 ლარამდე. ერთი ამდენის ინვესტიციას განახორციელებს პროგრამა", - აცხადებს პაატა სირბილაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომავალი კვირიდან USAID-ის პროგრამა უკვე ოფიციალურად დაიწყება. მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ 50 კომპანიას ციფრული მარკეტინგული კამპანიების განხორციელებაში USAID-ის მიერ შერჩეული ქართული ციფრული მარკეტინგული კომპანია დაეხმარება.

როგორც ის ამბობს, მეორე ეტაპზე მარკეტინგული აქტივობების ნაწილში კიდევ 50 კომპანიის დახმარება მოხდება. პროგრამის მეორე ნაწილი კი უკვე ზამთრის სეზონისთვის მზადებას დაეთმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები