მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სამიტი 6-7 დეკემბერს ბათუმში - რას გეგმავენ ორგანიზატორები?

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებშიEuronews travel-ის ჟურნალისტი შარლოტ ელიზაბეტ ლიმბი თბილისის ტურისტულ ადგილებს, მუზეუმებსა და ქართულ კულინარიას გაეცნო. ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას ასე აფასებს: საქართველოში მოგზაურობას უდავოდ ვუწევ რეკომენდაციას. საქართველოს ყველანაირი უნარი აქვს ევროპიდან ტურისტთა ახალი ნაკადის მოსაზიდად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი დაინტერესდება და საქართველო გადაიქცევა სამომავლო დანიშნულების ადგილად. რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამორჩეულად მიმზიდველია საქართველოში ახლა მოგზაურობა“,-ამბობს შარლოტ ელიზაბეტ ლიმბი. საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communication-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. წამყვანი მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინ მომხმარებელი გაეცნობა. ხვალ, 27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. ვიდრე 2024 წელი დასრულდება, ტურიზმის სექტორი საკმაოდ აქტიურია. საქართველო, ტურიზმის 2024 წლის სამიტის მოლოდინშია, რომელსაც ისევ ბათუმი უმასპინძლებს - ღონისძიება 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო ჰილტონ ბათუმში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და 30 სექტემბრამდე 30%-იანი ფასდაკლებაც მოქმედებს.

  • სტუმარი: მამუკა ბერძენიშვილი - საქართველოს ტურიზმის ინსტიტუტი, აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები