ტურიზმის სექტორის ნაწილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ქვეყნის შელახული იმიჯის აღდგენაზე იმუშაონ. ბიზნესი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი ორიენტაცია ევროინტეგრაცია უნდა იყოს. მათი თქმით, თუ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდება, ხოლო კურსი ღიად პრორუსული იქნება, საქართველო ტურისტების დიდ ნაკადს დაკარგავს. როგორია ბიზნესის შეფასებები მიმდინარე მოვლენებზე?