ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნეს ოპერატორებს შეხვდნენ. ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და მის შესახებ მხოლოდ უწყების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ. რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა შეხვედრაზე, რა გამოწვევებზე იყო საუბარი ბიზნესის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან და რაში დაიხარჯება 2026 წლის ტურიზმის მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც წელს 44 მილიონი ლარია.


































