მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმში დასაქმებულებისთვის ბათუმში ამცრელი კაბინეტი გაიხსნება“ - თურნავა

60bde092b57b6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.21 13:07
825
რეგიონებში, კერძოდ კი ქუთაისსა და ბათუმში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები იძულებულები არიან, თბილისში აიცრან. ამის შესახებ BM.GE რამდენიმე კვირის წინ დარგის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა.

როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებდა, სექტორის წარმომადგენლები რიგ შემთხვევაში  ვაქცინაციის მიზნით 
დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ინდუსტრიაში დასაქმებული პირები შესაბამის უწყებებს, რეგიონულ ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ვაქცინაციის მოთხოვნით მიმართავდნენ.

დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხა, გამოსწორდა თუ არა რეგიონში ტურიზმის დარგში დასაქმებულთა ვაქცინაციის საკითხი.

„ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც ერთი კაბინეტი გაიხსნას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ასეც მოხდება. ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირებიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით დიდი ინტერესია, თუმცა თავიდან ზუსტად არ ვიცოდით რამხელა ინტერესი იქნებოდა. ინტერესმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და 3 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებულია. მათი ვაქცინაცია ეტაპობრივად, ორგანიზებულად მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ აქტიური ტურისტული სეზონი დაწყების გამო ჩვენს ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს თბილისში ჩამოსასვლელად არ სცალიათ, უმჯობესია, რომ უმასპინძლონ უსაფრთხოდ ადგილებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები