მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი Boeing-ის 225 ხომალდის შეძენას გეგმავს

გარიგება

საავიაციო სექტორის თურქულმა გიგანტმა, Turkish Airlines-მა დააანონსა, რომ ამერიკული Boeing-ისგან 225 თანამედროვე ხომალდს შეიძენს. მათ შორის, 75 დიდ Dreamliner-სა და 150 გაცილებით მცირე ზომის "Boeing 737 Max"-ს. თუმცა კონტრაქტის ფარგლებში, Turkish Airlines-ის ვალდებული იქნება იყიდოს მხოლოდ 50 Dreamliner-ი და 100 Max-ის ტიპის თვითმფრინავი. დანარჩენი 75 ხომალდის შეძენა კი მის საჭიროებაზე იქნება დამოკიდებული.

თურქული ავიაკომპანია Dreamliner-ის ტიპის ხომალდებს 2029-2034 წლების შუალედში, ეტაპობრივად მიიღებს. რაც შეეხება Max-ებს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

Boeing-თან დადებული შეთანხმებით Turkish Airlines-ს სურს, 2035 წლამდე არსებული საჰაერო ფლოტი სრულად განაახლოს და კომპანიის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები