მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თურმანიძე +" დერმა-კოსმეტიკურ ხაზს აფართოებს - რას შესთავაზებს მომხმარებელს?

თურმანიძე პლუსი

კომპანია „თურმანიძე პლუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის და დერმა-კოსმეტიკური ხაზის ხელმძღვანელის, ზურაბ თურმანიძის ინფორმაციით, ბრენდი დერმა-კოსმეტიკის მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, პროდუქციის გაყიდვები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, პროდუქცია წარმოდგენილია PSP-სა და „ავერსის“ ქსელებში.

„დღეს ხელის კრემი, თვალის კრემი და სახის დამატენიანებელი კრემი უკვე ხელმისაწვდომია. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დაემატება სახის ყოველდღიური მკვებავი კრემი. აქტიურად ვმუშაობთ საწარმოს ტექნოლოგიური აღჭურვის გაუმჯობესებაზე, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაზე და ასევე ექსპორტის შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს ზურაბ თურმანიძე და დასძენს, რომ მათი პროდუქციის ღირებულება 16-დან 20 ლარამდე მერყეობს.

თურმანიძის თქმით, ბაბუისგან მიღებული ოჯახური გამოცდილება დღემდე კომპანიის მუშაობის ბირთვს წარმოადგენს, ხოლო ახალი დერმა-კოსმეტიკური ხაზი ბუნებრივი გაგრძელებაა კანის აღდგენის და ქსოვილთა რეგენერაციის სფეროში.

„კოსმეტიკური ხაზის განვითარება 2025 წლიდან დავიწყეთ. ეს ტრადიციული მალამოების ცოდნისა და თანამედროვე დერმა-კოსმეტიკური სტანდარტების სინთეზია. ჩვენი ბაბუის ჩანაწერებზე დაფუძნებით, ფორმულებში მთავარი კომპონენტები ბუნებრივი ზეთები და ფუტკრის ცვილია – არა წყალი. ეს ინგრედიენტები კანს აღადგენს, იცავს და აძლიერებს კანის ბარიერს.

ყველა პროდუქტი თურმანიძეების ხელით კეთდება. ეს ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა – დავიცვათ ცოდნა და ტრადიციები, რაც წინაპრებს გადმოგვცეს. გუნდი შედგება ტექნოლოგების, ფარმაცევტებისა და დისტრიბუტორებისგან, მთლიანობაში 15-20 ადამიანი ვართ ჩართული,“ – აღნიშნავს ზურაბ თურმანიძე.

თურმანიძეთა გვარი ცნობილია მე-11 საუკუნიდან. ხოლო, როგორც ორგანიზებული ბიზნესი, „თურმანიძე პლუსი“ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა მალაქია და გიორგი თურმანიძეების ძალისხმევით. მოგვიანებით ექიმ ზურაბ თურმანიძის ხელმძღვანელობით, ოჯახური ცოდნა ბრენდად გადაიქცა და დღეს პროდუქცია ქვეყნის წამყვან სააფთიაქო ქსელებშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები