მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება

6030bdd9de96b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 18:00
6268
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა უწყების მიერ წიაღისეულისა და სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების კუთხით დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წელს სამინისტრო საპრივატიზაციოდ 50 საბადოს გამოიტანს.

„მნიშვნელოვანი რეფორმაა წიაღის რეფორმა, რა დროსაც მოხდება დივერსიფიცირება ლიცენზიის სახეობების, ზედამხედველობის სისტემის დახვეწა, სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირება და აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. 50 საბადოს ახალი პაკეტი ასევე იგეგმება და ვფიქრობთ, რომ იმ საპრივატიზაციო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს“, - თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება, თუმცა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

„სიახლე გვექნება სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის თვალსაზრისით. ყველა დამცავი ინსტრუმენტი - მიდგომა და მექანიზმი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამოქმედებულია, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესი უფრო აქტიურად, ვიდრე ეს აქამდე იყო. რა თქმა უდნა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები