მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა: ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში-ინვესტორებს პასუხს გასცემს სასამართლო

5d3840c7dc9ee
BM.GE
24.07.19 15:27
807

თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს არაფერი ემუქრება. მინისტრი ამბობს, რომ პროექტს სახელწმიფოს მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს, ინვესტორებს პასუხს კი სასამართლო გასცემს.


“ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს წარმოადგენს. ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და ამ პროექტს არაფერი ემუქრება. ინვესტორებს პასუხს გასცემს სასამართლო.” - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები