მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა ფოთის პორტზე: "ეიპიემ"–ს ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ აქვს, სიამოვნებით გავეცნობით

5cfa520867daf
დავით ჯალაღონია
07.06.19 16:00
1123
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ფოთის პორტის განვითარებასა და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ერთდროულად წარმართვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"რაც შეეხება იმას, არის თუ არა შესაძლებელი თეორიაში, რომ ეს ორი პროექტი ერთად განხორციელდეს – დღევანდელი მოცემულობა ის არის, რომ პრიორიტეტი აქვს ანაკლიის პორტს. ჩვენი მთავარი ამოცანა ინვესტორთან ერთად არის მაქსიმალურად შევკრათ დაფინანსება და დავარწმუნოთ ბანკები, რასაკვირველია, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არამედ მიღებული პრაქტიკის ფარგლებში, რომ ეს პორტი არის მომგებიანი, მიმზიდველი და პერსპექტიული და ეს სრულიად შეგვიძლია, რადგან ტვირთები ვიცით სადაც არის და ვიცით, სადაც უნდა განვახორციელოთ ეს. ამ პროცესში თუკი შემოვა რაიმე ალტერნატიული წინადადება, აუცილებლად, პირველ რიგში, გავეცნობით დეტალურ ბიზნეს გეგმას, რომელიც სამინისტროში ჯერ–ჯერობით იგივე „ეიპიემ“–ს წარმოდგენილი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს და როგორც ჩანს, არც არის ჯერჯერობით წარმოდგენილი. აუცილებლად, სიამოვნებით გავეცნობით, დეტალურად გავივლით და თუ დავინახეთ, რომ რაიმე საფრთხე მაინც ემუქრება ანაკლიის კონცეფციას, რასაკვირველია, ჩვენ მოვითხოვთ ასეთი ალტერნატიული პროექტის კორექტირებას. არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს ანაკლიას, ეს არის ჩვენი პასუხი.

შეიძლება ვითარდებოდეს პარალელური პროექტები, იგივე ფოთშიც არის მშრალი ტვირთების ტერმინალთან დაკავშირებით პროექტი... ჩვენ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ მოვაგვაროთ იგივე მეთევზეებისა და სეინერების პრობლემა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა შეიძლება, განვითარდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში. არცერთი ნაბიჯი, რომელიც პოტენციურად მაინც დააზიანებს ანაკლიის პროცესს, ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. სხვა შემთხვევაში ვითანამშრომლებთ ყველა ინვესტორთან", – განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები