ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პოლიტიკური არასტაბილურობა საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს აჩენს, რაც სავალუტო კურსზე აისახება.
“ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ, მაგრამ არ დაგიმალავთ და ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია.
პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს აჩენს და ეს აისახება მათ შორის სავალუტო კურსზე.
მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციაც მოხდეს” - განაცხადა ნათია თურნავამ.

























