მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი პრივატიზების მასშტაბურ პროგრამას

5e09f174f1aac
BM.GE
30.12.19 17:00
866
მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი დაჩქარებული, მასშტაბური პრივატიზების პროგრამას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაიწყო უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა "100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს", რაც აქამდე აუთვისებელი ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას გულისხმობს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი მიღწევაა საკნონმდებლო დონეზე მიწის რეფორმის დაწყება და მიწის რეგისტრაციის დაჩქარება, რაც ამ რესურსსაც უფრო მეტად ჩართავს 2020 წელს ბრუნვაში.

"გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ წიაღის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც წიაღის მოპოვების ლიცენზიები უფრო აქტიურად გაიცემა და რაც მთავარია, აქცენტი იქნება გადამუშავებაზე - რომ არა მარტო მოვიპოვოთ წიაღისეული ნედლი სახით, არამედ გადავამუშაოთ ქვეყანაშივე და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები