ეკონომიკის მინისტრს ნათია თურავას საკომიტეტო მოსმენისას რამდენჯერმე მოუწია პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხზე განმარტებების გაკეთება, მათ შორის იმაზეც, რატომ გახდა აუცილებელი პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალების შეყვანა, თუ მოსახლეობას, სამინისტროსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები თებერვალში კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პოლიციის ხეობაში შეყვანის აუცილებლობა დაინახა ინვესტორმა, რომელსაც ჰესის მშენებლობის რამდენიმეჯერ წამოწყების პროცესში საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება ჰქონდა.
„პოლიციის აუცილებლობა დაინახა ინვესტორმა, რომელმაც ჩვენ მოგვმართა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ქვემდებარეობით და კომპეტენციიდან გამომდინარე გადაგვეგზავნა ეს შესაბამის ორგანოებში. ინვესტორმა დაინახა ეს აუცილებლობა, რადგან ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა ხელში ეჭირა, რამდენმეჯერ წამოიწყო მშენებლობა და ყოველთვის ხდებოდა გაუგებობრები.
ჩვენ ამას შევესწარით თებერვლიდან მოყოლებული, არ აღმოჩნდა ეს კომუნიკაცია საკმარისი და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდაროყო“-განაცხადა ნათია თურნავამ.

























