მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: "თიბისი ბანკი" არის ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი წარმატებული ბიზნესორგანიზაცია

5df9294caac39
BM.GE
17.12.19 23:24
879
„თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი ტრადიციული წარმატებული ბიზნესორგანიზაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესდაჯილდოება 2019-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურნავამ ყურადღება გაამახვილა ბიზნესის დაფინანსების მნიშვნელობაზე.

„დღევანდელი დაჯილდოება არის სიმბოლური ხიდი, სინერგია მსხვილ ბიზნესს როგორიც არის „თიბისი ბანკი“ საქართველოში და მრავალ მცირე მეწარმეს შორის, რომელიც თავის ბიზნესს ქმნის ინოვაციურ სფეროებში, ტრადიციულ სფეროებში და ძალიან დიდ საერთო წარმატებას უწყობს ხელს.

როგორ ვეხმარებით მცირე ბიზნესს? პირველ რიგში ეს არის ჩვენი ფინანსური დახმარების პროგრამები, რადგან გრძელვადიან ფინანსებზე წვდომა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჯერ კიდევ უდგას წინ ჩვენს მცირე მეწარმეებს. მთელს ევროკაშირშიც იგივე პრობლემა არის. მცირე ბიზნესს ყოველთვის უჭირს წვდომა გრძელვადიან დაფინანსებაზე.

აქ ჩვენ არ ვართ მატონი, ვმუშაობთ ბანკებთან ერთად, მათ შორის „თიბისი ბანკთან“. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პროექტი არის დაფინანსებული“, - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონიალი ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები