მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა ხაზარაძის ბრალზე: ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის

5d3838f31e286
BM.GE
24.07.19 14:51
632

“ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა.  პროკურატურამ თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში იმოქმედა.  ახლა საქმე სასამართლოს გადაეცემა და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას,” - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “თი ბი სი” ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“კანონის წინაშე ყველანი თანაბარი ვართ, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილებას მოთმინებით დაველოდოთ.

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის ეს ჩვენი ხელწერა არ არის” - განაცხადა თურმავამ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები