მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი 1 ივლისიდან ე.წ კომენდანტის საათს აუქმებს

60d0e95dbff23
თამთა ჯიჯავაძე
21.06.21 23:40
1297
თურქეთში 1 ივლისიდან კოვიდ-რეგულაციები უქმდება. როგორც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან რომ კოვიდ-ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 5000-მდე შემცირდა, გაუქმდება რამდენიმე რეგულაცია, რომელიც ამ დრომდე მოქმედებდა.

თურქული მედიის ცნობით, საუბარია ლოქდაუნზე, რომელიც კვირაობით მოქმედებს და კომენდანტის საათზე, რომელიც სამუშაო დღეებში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე მოქმედებს.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა თურქეთის მთავრობა კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებს. მაგალითად, სრული ლოქდაუნი ამ დრომდე მხოლოდ კვირაობით შენარჩუნდა, გაიხსნა ასევე რესტორნები, თუმცა, მათ შეზღუდული რაოდენობის სტუმრების მიღება შეუძლიათ.

თურქეთში საერთო ჯამში 5,375,593 კოვიდ-შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 49,236 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები