მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

5d3eae1809555
თამუნა ქემერტელიძე
29.07.19 12:31
1866
თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სამი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი ექსპორტიორები არიან და ამ სფეროში მათი თანამშრომლობა ცალსახად მნიშვნელოვანია.

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მსოფლიოს ბაზარზე წარმოდგენილი თხილის 80%-ის ექსპორტს ახორციელებენ“, - აცხადებს ერდოღანი.

BM.ge დაინტერესდა, რას გულისხმობს ერთობლივი თანამშრომლობა, ამიტო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ესაუბრა.

ხატია წილოსანიც ადასტურებს, რომ რეგიონის ქვეყნები - საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი მომავალში ერთობლივად იმუშავებენ იმისთვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა და მსოფლიო ბაზარს სტაბილურად მაღალ ხარისხის პროდუქცია მიაწოდონ.

რაც შეეხება საერთო ბრენდის ქვეშ წარმოებას, წილოსანი განმარტავს, რომ ამაზე საუბარი არ არის.

“ჯერჯერობით, ინფორმაციების გაცვლა მოხდა და თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირდა. ვინ იქნება ჩართული და როდიდან, ამაზე ახლა ვთანხმდებით. პრაქტიკულად ეს იყო ერთობლივი პოზიცია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სოფლის მერუნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თხილი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც სამივე ქვეყნისთვის მნიშვენლოვანია”, - აცხადებს წილოსანი.

მისივე თქმით, მხარეების დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, მოხდება სპეციალისტების გადამზადება; ასევე თანამშრომლობის ფარგლებში ყურადღება მიექცევა ლაბორატორიული კონტროლის გაუმჯობესებას და თხილის დაავადებების პრევენციას.

“თხილი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია საქართველოსთვის, თურქეთისთვის დ აზერბაიჯანისთვის. შესაბამისად მოსავლიანობის გაზრდა სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება ბაზარზე - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გულისხმობს ასევე ლაბორატორიული კონტროლის გაუმჯობესებას და სპეციალისტებს შორის მუდმივად თანამშრომლობას”, - აცხადებს წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები