მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი მალაიზიაში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

5d4d4e487f1b3
მიხეილ ხაჩიძე
10.08.19 20:20
872
თურქეთი მალაიზიაში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია მალაიზიაში თურქეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მერვე კავაკჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ანკარას სურს გაზარდოს ინვესტიციები, რაც მიზნად ისახავს აზიის ქვეყნებთან კავშირების გაუმჯობესებას.

”ჩვენ გვინდა ბალანსის შექმნა, გვსურს, თურქი ბიზნესმენების წაყვანა მალაიზიაში, რათა გავზარდოთ ინვესტიციები იქ” , – დასძინა დიპლომატმა.


მალაიზიაში თურქეთის ელჩის თქმით,  ორმხრივ ვაჭრობაში ბალანსის მისაღწევად და ინვესტიციების გასაზრდელად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომლის გაფორმებაზეც მხარეები უკვე აქტიურად მუშაობენ.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები