თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 20 სამხედრო მოსამსახურის სახელები და ფოტოები, რომლებიც 11 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
— T.C. Millî Savunma Bakanlığı (@tcsavunma) November 12, 2025
როგორც The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრ იასარ გულერზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი, 20 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მიემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში გადაიზიდება, ხოლო მათი პატივის მიგების ცერემონია ანკარაში გაიმართება.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ცნობილია, რომ თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.




























