მედიკამენტების იმპორტი შემცირდა. იანვარში ქვეყანამ 8 მილიონ 135 ათასი დოლარის ღირებულების 1002 ტონა მედიკამენტები შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით, ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი 33.6%-ია. დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირება, ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან - თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან წამლების ნაწილი ვეღარ შემოაქვთ. რატომ შემცირდა მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან?