კერძო სექტორში აცხადებენ, რომ თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტი შემცირდა. როგორც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში აღნიშნავენ, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვის გამო ქართულ იმპორტიორებს შესყიდვის სქემის ცვლილება და პირდაპირ მომწოდებლებთან დაბრუნება მოუხდათ.