თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტი შემცირდა- ასეთია კერძო სექტორის პოზიცია და შეფასება ბაზარზე არსებულ დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში აღნიშნავენ, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვის გამო ქართულ იმპორტიორებს შესყიდვის სქემის ცვლილება და პირდაპირ მომწოდებლებთან დაბრუნება მოუწიათ.