მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთის ავიახაზები" სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

„თურქეთის ავიახაზები სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის
26.03.24 13:51
1209

მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია, „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების სიხშირეს ზრდის.

ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, “თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს. 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50 -ს მიაღწევს.

დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით იფრენს. ხოლო ბათუმის მიმართულებით კი ავიაკომპანია კვირაში 11 რეისს შეასრულებს.

დამატებითი რეისი და ფრენების სიხშირის ზრდა, უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს რეისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები