მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაიწყო

62d1835bd1f83
BM.GE
15.07.22 19:08
650
დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიური დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით",-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები