მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ეკონომიკა $1 ტრილიონამდე გაიზარდა

სავაჭრო ბრუნვა

გასულ 2023 წელს ჩვენი მეზობელი თურქეთის ეკონომიკის მოცულობა მკვეთრად, 4.5%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად მიაღწია 1 ტრილიონ დოლარს.

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა და ეროვნული წარმოების გააქტიურება განაპირობებს. მიუხედავად გასული წლის პოზიტიური შედეგისა, მიმდინარე წელს ანალიტიკოსები თურქეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას მოელიან, რაც პირდაპირ კავშირშია 65%-იან ინფლაციასთან და 45%-იან რეფინანსირების განაკვეთთან, რომლის მსგავსი არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ფიქსირდება.

სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოს თურქეთის ეკონომიკა 2.9%-ით გაიზრდება, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ინფლაციის დამარცხების გარეშე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას დიდი საფრთხე ემუქრება, რასაც თურქეთის მთავრობაც აცნობიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები