"თურქეთში ეკონომიკური სტაბილურობის მიუხედავად, მე არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო ინვესტიციები ქვეყანაში შემცირდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუმ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში არანაირი ცვლილება არ შეინიშნება და ინვესტორები არ ერიდებიან ინვესტიციების განხორციელებისგან, განსხვავებით ტურისტული ნაკადებისა.
"ტურისტების შემცირების პროცესი ჯერ კიდევ გადატრიალების მცდოლობამდე, ანუ რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს დაიწყო, რომლის შედეგადაც, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 98%-ით შემცირდა, ხოლო ტერირისტული აქტებისა და გადატრიალების მცდელობის შედეგად, სახელმწიფო უწყებები, ტურისტების კიდევ უფრო მეტ ვარდნას ელოდებიან.
რაც შეეხება თურქეთში დამატებითი ეკონომიკური პაკეტის განხორციელებას, პრემიერ მინისტრმა საბჭოზე ცვლილებების შესახებ უკვე დააანონსა, რომელიც გულისხმობს, ქვეყანაში საინვესტიციო პრივატიზაციასა და ლიბერალიზაციას იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ უცხოური ინვესტიციების შემოდინებას თურქეთში", - განაცხადა ელჩმა.

























