მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთის კრიზისი, შესაძლოა, საქართველოსთვის, შესაძლებლობა გახდეს"

5b9e6bd769106
თეო ივაშჩენკო
16.09.18 19:30
3337
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, კრიზისი თურქეთში, შესაძლოა, საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობად იქცეს. როგორც კიკნაველიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს თურქეთიდან კაპიტალის გადინება, შეუძლია, რომ ნაწილობრივ სათავისოდ გამოიყენოს.

კიკნაველიძის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდ გავლენას რეგიონში მიმდინარე პროცესები ახდენს. ამ მხრივს მთავარი უარყოფითი გავლენა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორისგან მოდის. მიუხედავად ამისა, „კრიზისის გამო თურქეთიდან კაპიტალის გადინება ნაწილობრივ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა“- აღნიშნა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლიბერალური ეკონომიკური კურსი რეგიონულ ჭრილში საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად შეაფასა.

"ჩვენ არანაირი კაპიტალის შეზღუდვა არ გვაქვს; ძალიან გამჭვირვალე და სწორი მონეტარული პოლიტიკა ტარდება; მიუხედავად იმისა, რომ პატარა ეკონომიკა გვაქვს, 10 და 20 წლის პერსპექტივაშიც რომ შევხედოთ, ლარი ჩვენს რეგიონში ყველაზე სტაბილურად შეგვიძლია მივიჩნიოთ; ასევე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მიმზიდველია საგადასახო რეჟიმი, ბიუროკრატიისა და კორუფციის დაბალი მანეჩვენებელიც. ამ ფონზე ჩვენ დღეს ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკად ვრჩებით რეგიონში", - აღნიშნავს კიკნაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები