თურქეთის მიერ პომიდვრის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა საქართველოზე არ გავრცელდება. ამის შესახებ BMG-სთან თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე განმარტავს.
მისი თქმით, შეზღუდვა თავდაპირველად საქართველოზეც ვრცელდებოდა, თუმცა შედგა კომუნიკაცია თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად გამონაკლისში შევიდა.
შეგახსენებთ, თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნიდან პომიდვრის ექსპორტს 14 აპრილამდე ზღუდავს. მიზეზად ბოლო კვირებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა და ფასების სტაბილიზაცია დასახელდა.
ცნობისთვის, საქართველო თურქული ბოსტნეულისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. გასულ წელს საქართველომ თურქეთიდან 7 მლნ დოლარის პომიდორი შეიძინა. ამ მაჩვენებლით თურქეთი ნომერი პირველი საიმპორტო ქვეყანა იყო.




























