თურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია.
გაერთიანებული აეროპორტების ცნობით, სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას.
მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ გააგრძელონ მგზავრობა სტამბულიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბულის გავლით.
საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს:
თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 ადგილობრივი დროით.
ავიაკომპანია ატლას გლობალის რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.

























