მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თურქეთის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მზად თვის ბოლოდან იქნება, საქართველოში კი სექტემბრიდან"

59368d938ccb9
BM.GE
06.06.17 15:09
1923
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, თურქეთის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში შესასვლელად მზად თვის ბოლოდან იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნული სატრანსპორტო პროექტი თურქეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ეს დერეფანი მნიშვნელოვანია არამხოლოდ თურქეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, თურქმენეთისთვის და ჩინეთისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიასა და ევროპას შორის მუდმივ სატრანსპორტო კავშირს უზრუნველყოფს“.

ამასთან, თურქული მხარის განცხადებით ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის სრულად დასრულებას 3 თვე დასჭირდება.

„თურქეთის ტერიტორიაზე მონაკვეთი მზად იქნება თვის ბოლოს, საქართველოსი კი სექტემბერში“, - ამბობს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ახმეტ არსლანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კი საქართველო პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა და სამუშაოები თურქეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

"ქართული მხარე მზადაა და იმედი გვაქვს ჩვენი თურქი კოლეგები მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოს. საქართველოს მონაკვეთი მზადაა, რომ მატარებელი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული მონაკვეთიც დროულად დამთავრდეს. ჩვენი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში და დარწმუნებული ვარ რომ მოკლე ვადებში დაასრულებენ სამუშაოებს", - აცხადებდა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები