თურქეთის მონაკვეთზე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გაფართოების სამუშაოები სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა განუცხადა.
"სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მხარეს. თურქეთის მხარეს რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. გვპირდებიან, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოხდება რეკონსტრუქციის დასრულება და ამით გაფართოვდება თურქულ მხარეს გასასველი ე.წ გეითების რაოდენობა, რის შედეგადაც უფრო მეტი ტრანზიტული ტვირთის გატარების საშუალება იქნება", - განაცხადა თაბუაშვილმა.

























