თურქეთის სასამართლომ Booking.com დაბლოკა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებას თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ მიმართა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ საიტი მათს წევრებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდა.
"გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ Booking-ი არასამართლიან და კონკურენციის შემზღუდველ ნაბიჯებს დგამდა",- ნათქვამი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თავის მხრივ Booking.com-იც გამოეხმაურა.
"როგორც კომერციული და ტექნოლოგიური კომპანია, დარწმუნებული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ჯანსაღ კონკურენციას თურქეთის ბაზარზე, რადგანაც ვთავაზობთ თურქ მომხმარებლებს გამჭვირვალე და ადვილ პლატფორმას, შეადაროს და დაჯავშნოს საცხოვრებელი მთელი მსოფლიოს გარშემო",- განაცხადა საერთაშორისო ვებ-საიტმა, რომელიც ჰოლანდიაში დაფუძნებული.

























