თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ, სტამბოლის მთავარი პროკურორის მიმართ „მუქარაში“ დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს. ვიდრე გასაჩივრების ყველა სამართლებრივი გზა ამოწურული არ იქნება, სასჯელი ძალაში არ შევა.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, თურქეთის კანონმდებლობით, ორ წლამდე ვადით პატიმრობა ხშირად ჯარიმით იცვლება. თუმცა, იმამოღლუს წინააღმდეგ რამდენიმე სხვა სასამართლო პროცესი კიდევ მიმდინარეობს, რაც ქმნის რისკს, რომ მას მომავალში პოლიტიკურ საქმიანობაზე აკრძალვა დაუწესდეს.
შეგახსენებთ, 2025 წლის 19 მარტს იმამოღლუ დააკავეს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. მისი დაკავებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.




























