თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, რაც იანვრის შემდეგ პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა.
ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ერთკვირიანი რეპო განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 36%-მდე შემცირდა.
კომიტეტმა ასევე შეამცირა ერთდღიანი დაკრედიტების განაკვეთი 40%-დან 39%-მდე, ხოლო სესხების მოზიდვის განაკვეთი - 35.5%-დან 34.5%-მდე.
ეს განაკვეთების პირველი შემცირებაა იანვრის შემდეგ, როდესაც მაჩვენებელი ანალოგიურად ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა.
სექტემბერში თურქეთში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია თითქმის ბოლო ხუთი წლის მინიმუმამდე შენელდა, თუმცა წლიური ინფლაცია კვლავ ორნიშნა ნიშნულზე - 29.73%-ზე დარჩა.
მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ენერგომატარებლების მაღალი ფასები კვლავ ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის.
























