მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ავიარეისები განახლდა

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები ერთმანეთს კვლავ პირდაპირი ავიარეისებით უკავშირდებიან. თურქულმა ავიაკომპანია Ajet-მა უკვე ჩამოიყვანა პირველი 150 მგზავრი ანკარიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფრენები ანკარა-თბილისი-ანკარის საჰაერო ხაზზე Boeing 737-800 და Airbus 320 / 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში 4-ჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. თბილისის მიმართულებით პირველი რეისის შესრულებამდე ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მგზავრთა შორის იყო AJet-ის გენერალური დირექტორი კერემ სარპი, საქართველოში თურქეთის ელჩი არჩილ კალანდია, ასევე აეროპორტისა და AJet-ის ხელმძღვანელი პირები. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით რეისს ოფიციალური ღონისძიებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები