დღეიდან, თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის, 15%-ით გაზარდა. გადასახადი ამ დრომდე $4.42 იყო, დღეიდან კი, $5.07 იქნება.
რაც შეეხება უფრო დიდ გემებს, 2022 წლამდე 10 000-ტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3 240 დოლარს იხდიდა, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20 370 დოლარის გადახდა მოუწევს.
იგივე გადაწყვეტილება თურქეთმა ზუსტად ერთი წლის წინაც მიიღო. მაშინ, გავლის საფასური 8%-ით გაიზარდა.
ანკარამ 2022 წლის ოქტომბერში შავი ზღვის სრუტეში სავაჭრო გემების გავლის საფასური ხუთჯერ გაზარდა. თანხა გამოითვლება ოქროს ფრანკის საფუძველზე 1936 წელს მონტრეს კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც სრუტეებში ნაოსნობას არეგულირებს.
მონტრეს კონვენციის მიხედვით, ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულება გადასახადებისა და მოსაკრებლების თვალსაზრისით, გემებზე, რომლებიც სრუტეებს თურქეთის პორტებში გასვლის გარეშე კვეთენ, 1 ივლისიდან 15%-ით 5.07 დოლარამდე გაიზრდება.