გასულ 2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა გაიტანა, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ამჟამად იმპორტზე თურქეთის თავდაცვის ძალების მხოლოდ 20%-ია დამოკიდებული, 2000 წლების დასაწყისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი სულ უფრო აქტიურად ანაცვლებს უცხოურ მომწოდებლებს ადგილობრივი წარმოებით.
იარაღის კვლევასა და განვითარებაზე (R&D) თურქეთი ყოველწლიურად თითქმის 1.5 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც აგრეთვე დრამატულად გაზრდილი მაჩვენებელია.
განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა 2022 წელს თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებსა და დრონებზე დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, თურქული Baykar Bayraktar TB3 ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა.
სამხედრო ექსპორტზე საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეპტ ტაიპ ერდოღანმა კომპანია Baykar-ის უახლეს ფლაგმანურ დრონთან, Kizilelma-სთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და აღნიშნა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი თურქული სამხედრო წარმოების საამაყო მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვრცლად თურქული წარმოების დრონებისა და Baykar Bayraktar-ის წარმატების შესახებ წაიკითხეთ აქ.