მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა Facebook-ი დააჯარიმა

5d95c41aeea77
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 18:20
1013

თურქეთის ხელისუფლებამ ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი 1.6 მილიონი ლირით დააჯარიმა, რაც 282,000 აშშ დოლარია.



Reuters-ის ინფორმაციით, მიზეზად საქართველოს მეზობელი ქვეყნის მთავრობამ მონაცემთა დაცვის კანონების დარღვევა დაასახელა, რამაც მთლიანობაში 300 ათასამდე მომხმარებელი დააზარალა.



"დაადგინდა, რომ კანონით გათვლილი აუცილებელი ადმინისტრაციულ-ტექნიკური ზომები არ იქნა მიღებული და Facebook-ი დააჯარიმდა 1.15 მილიონი ლარით, მონაცემთა დაცვის შესახებ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისთვის", - ნათქვამია თურქეთის მონაცემთა დაცვის განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


მათივე ცნობით, სოცქსელმა თურქი მომხმარებლების პირად ინფორმაციას, მათ შორის სახელებს, დაბადების თარიღს, ადგილმდებარეობას, ძებნის ისტორიას და სხვა უზრუნველყოფა და მესამე პირისგან დაცვა ვერ მოახერხა, რამაც კონფიდენციალურობის დარღვევა მოახდინა.



აღსანიშნავია, რომ ეს თურქეთის მხრიდან "ფეისბუქისთვის" დაწესებული პირველი ჯარიმა არ არის. 2019 წლის მაისში ამერიკული სოცქსელი 270 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები