თურქეთმა ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას გენოციდში ადანაშაულებენ. როგორც თურქული მედია წერს, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნეთანიაჰუს და კიდევ 36 ისრაელელი პოლიტიკოსისა და სამხედრო ჩინოვნიკის, მათ შორის ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი ღაზის სექტორში გენოციდისა და ომის დანაშაულების ბრალდებით გასცა.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი ადრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომაც გასცა. ისრაელის პრემიერს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისამდე ღაზაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებენ ბრალს, რასაც ისრაელი ანტისემიტიზმად აფასებს.




























