მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა ისრაელთან ეკონომიკური კავშირი შეწყვიტა

ეკონომიკა

თურქეთსა და ისრაელს შორის ეკონომიკური კავშირები ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა. ერდოღანის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისრაელური გემებისთვის თურქული პორტების გამოყენების შეზღუდვას, ასევე ისრაელური ხომალდებისთვის საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვას მოიცავს. ამასთან, ყველა სამგზავრო თუ სატვირთო გემს, რომელიც თურქულ პორტში შევა, მოუწევს სერტიფიკატის წარდგენა და დამტკიცება, რომ ისრაელთან არავითარ კავშირში არ აქვს.

გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მიიღო. თურქეთის პრეზიდენტმა არსებული ვითარება პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდად შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას პირდაპირ ჩართვისკენ მოუწოდა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ღაზას დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ერდოღანის ხელისუფლების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის, თუმცა ეჭვის თვალით უყურებენ ეკონომიკური შეზღუდვის ეფექტურობას, რადგან ისრაელს ვაჭრობა უკვე მრავალი წელია დივერსიფიცირებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები