მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტა

ისრაელი - თურქეთი

თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისრაელთან ვაჭრობა შეწყვეტილია მანამ, სანამ ისრაელი დაუშვებს ღაზის სექტორში მდგრად ჰუმანიტარულ დერეფანს არ გახსნის. რეჯეპ თაიპ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება გამოძახილია იმ ქმედებისა, რომელიც ოფიციალურმა ანკარამ აპრილში მიიღო, როცა თურქეთიდან ისრაელში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი შეიზღუდა. თუ იმ დროს, თურქეთიდან ისრაელში 54 დასახელების პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა, ახლა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საბოლოოდ შეწყდა.

გასულ წელს, თურქეთ-ისრაელის სავაჭრო ბრუნვამ $6.8 მილიარდი შეადგინა და ამ თანხის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 76% - თურქეთის ექსპორტზე მოდის. გასულ წელს, ისრაელმა თურქეთიდან $4.6 მილიარდის ღირებულების საქონელი შეიძინა, ანუ თურქეთი ისრაელისთვის რიგით მეექვსე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთიდან, ისრაელი, უმეტესწილად, ფოლადს, მანქანა-დანადგარებს, მინერალურ სასუქებსა და სურსათს ყიდულობს.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა თურქეთის ჩანაცვლებას სხვა ბაზრებით შეეცდება. ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული ჯგუფის შეფასებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ისრაელმა თურქეთიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფი უნდა დააწესოს, ხოლო გარკვეული იმპორტი, საერთოდაც, სამუდამოდ აკრძალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები