ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო სისტემა უკვე იყიდა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, S-400 -ის სარაკეტო კომპლექსს თურქეთში მალე ჩაიტანენ.
საქართველოს სამხრეთელი მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილებას აშშ-ში კატეგორიულად აპროტესტებენ. თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ ანკარას ულტიმატუმი წაუყენა და ივლისის ბოლომდე რუსეთისგან ეს-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოებების პროგრამიდან გათიშავს.
როგორც დასავლური მედია წერს, არ არის გამორიცხული ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთის წინააღმდეგ მწვავე ეკონომიკური სანქციებიც აამოქმედოს.

























