მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა სირიელ ლტოლვილებს ევროკავშირისკენ კარი გაუხსნა

5e596d612adb3
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 23:44
1351
თურქეთმა სირიელ ლტოლვილებს ევროკავშირისკენ კარი გაუხსნა. მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯგუფები დაიძრნენ ევროპისკენ მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადდა, რომ ის აღარ არის ვალდებული ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილები შეაჩეროს.

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთი მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა ევროპისგან მილიონობით სირიელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა ჩრდილოეთ სირიაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ თურქ სამხედროებზე იერიში.

ანკარას გადაწყვეტილების შემდეგ საბერძნეთმა და ბულგარეთმა, რომლებიც თურქეთს ესაზღვრებიან, საზღვრებზე ლტოლვილების შესაჩერებლად სამართალდამცავი ძალები გაგზავნეს.

ამ ეტაპზე თურქეთში 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი და მიგრანტია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მაგალითად ავღანეთი. თურქეთს მთავრობაში აცხადებენ, რომ მიგრანტები ახლა ევროპის და მსოფლიოს პრობლემაცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები