მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთმა ტურიზმი ადგილობრივი წარმოების დისტრიბუციის ინსტრუმენტად აქცია" - ტურიზმის ექსპერტი

ნატალია ბახტაძე

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე ენგლენდერის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ტურიზმის ქაოსურად განვითარებას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დღესღეობით, ქვეყანაში ტურიზმი ქაოსურად ვითარდება.

მდგრადი ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ იპოვოს საკუთარი ნიშა. „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისი უნიკალური გაყიდვის წერტილი რეგიონში“, - თქვა მან.

ნატალია ბახტაძე ენგლენდერმა რამდენიმე ფაქტორი გამოყო, რაც მისი აზრით, საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტში ტურიზმის თანმიმდევრული განვითარების მაგალითად მეზობელი თურქეთი მოიყვანა.

„პირველი - განათლება ჩვენი აქილევსის ქუსლია, განსაკუთრებით, პროფესიული განათლება;
მეორე - მნიშვნელოვანია გეგმარება; ქაოსურად განვითარება უნდა შევწყვიტოთ და უნდა მივყვეთ და აღვასრულოთ ის გეგმები, რომელიც იწერება. მესამე - კარგად უნდა გავიაზროთ, ვინ არიან ჩვენი კონკურენტები - ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი გვყავს თურქეთის სახით, რომელსაც შეუძლია ყველაფერში იყოს დომინანტი, ამიტომ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ნიშა. ჩვენ თუ დავიწყებთ იმის დათვლას, რამდენად ძვირი გვიჯდება მასობრივი ტურიზმი - მაგალითად, ნარჩენების მართვა და ა.შ. ვნახავთ, რა თანხა რჩება საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანაში.

თავის დროზე თურქეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ძლიერი ნაბიჯი გადადგა, როდესაც წარმოების ხელშეწყობა დაიწყო. თურქეთმა ტურიზმი ადგილობრივი წარმოების დისტრიბუციის ინსტრუმენტი გახადა. მათ აქვთ არა მხოლოდ თავისი ტექსტილი, არამედ თავისი კვების დანადგარები, წარმოება და ა.შ.“, - თქვა ნატალია ბახტაძე ენგლედერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები