მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს - CNN

63e543d121e4d
ალა ისპირიანი
09.02.23 23:07
844
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 17 134-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებული 70 347-ია.

რაც შეეხება სირიას, იქ დაღუპულთა რაოდენობა 3 317-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები